ჩემი სკოლა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა ძალიან წარმატებულია.იგი წარმატებით შეხვდა განათლების რეფორმის განხორციელებას. სკოლა გამოირჩევა მუშაობის დემოკრატიული პრინციპებით. სკოლაში აქტიურად მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების "დანერგვის ჯგუფი", რომლის ძირითადი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გამომუშავება და სასწავლო ხარისხის ამაღლება.
მე და ჩემი კლასი
მე და ჩემი კლასი უკვე მეხუთე მეხუთე თვეა ერთად ვართ. კარგად შევეწყეთ და გავიცანით ერთმანეთი. კლასში 9 მოსწავლეა .ისინი ახლა იმ ასაკში არიან , როცა ადამიანები თვითდამკვიდრებასა და საკუთარი პიროვნული თვისებების გამოვლენას ცდილობენ. მწვავედ განიცდიან შენიშვნას და უხარიათ შექება - წახალისება. ვცდილობ, მაქსიმალურად ლოიალური ვიყო მათ მიმარ და პრობლემურ სიტუაციებში მათთან ერთად მოვნახო გამოსავალი, ან დავეხმარო, თავად მიაგნონ მას. ძალიან უყვართ ექსკურსიები, ლაშქრობები , ერთად შეკრება და გართობა.ვცდილობ, ყველანაირ სიტუაციაში მათთან ერთად ვიყო, დავეხმარო, რჩევა მივცე და მხარში ამოვუდგე.
მე და ჩემი მეგობრები
სკოლამ უამრავი მეგობარი შემძინა. ჩემს სკოლაში ბევრი პედაგოგი მუშაობს, რომლებიც თავს არ ზოგავენ, რომ თავიანთი ცოდნა მოსწავლეებს გადასცენ და არ ჩამორჩნენ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს.
თბილი და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა ერთად გადავჭრათ უმტკივნეულოდ და ურთიერთშეთანხმებით. ვისურვებდი, ასეც გაგრძელებულიყოს!
თავის დროზე, როცა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვიწყებდი, ძალიან დამეხმარა, მხარში ამომიდგა და დედობრივი მზრუნველობა გამიწია ბრწყინვალე ფილოლოგმა ციცინო გობაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას!
სტუდენტური შეხვედრა 2013 წელს
მე, ციცინო გობაძე, მანანა ბოლქვაძე, მაია გობაძე, მაყვალა კახაძე და ლავან ძირკვაძე
ექაკურსია ახალციხეში: საფარაში, რაბათში და რესტორან ასტორიაში.
მართალია, პედაგოგს ნაკლებად აქვს თავისუფალი დრო , მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ, ხშირად ვიკრიბებით და მხიარულად ვატარებთ დროს.
ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობით მოსწავლეებსაც ვაძლევთ მაგალითს.
მე