გაკვეთილის
გეგმა 1
( 02.05.2018 წ.)
მასწავლებელი:
მარეხ მარგველაშვილი
პირადი
ნომერი:
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების
საფეხური: დაწყებითი
კლასი:
VI კლასი
მოსწავლის
რაოდენობა: 4 მოსწავლე,
კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის
თემა: Forest animals in danger || The Past Simple
Tense ( ტყის ცხოველები საფრთხეში || წარსული მარტივი დრო)
თემის
აქტუალობა/ მნიშვნელობა: წარსული
დროის გამოხატვის ფორმების შესწავლის საკითხი
მნშვნელოვანია, რადგან
მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის თარგმნა სრულფასოვნად, დავალებების
შესრულება და კომუნიკაცია მოსაუბრესთან.
საგანთა
შორის კავშირი: ინგლისური
ენა, ქართული ენა
წინარე
ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ ინგლისური ენის საკმაო რაოდენობის
ზმნებს, მათ ფორმებს, სტრუქტურას, რომლებიც
დროთა წარმოებისთვისაა საჭირო. ასევე იციან დიდი რაოდენობის სიტყვები, ფრაზები, რომლის
მეშვეობითაც თარგმნიან ტექსტს და ასრულებენ სავარჯიშოებს. აწყობენ დიალოგებს და მართავენ
ერთმანეთთან კომუნიკაციას.
გაკვეთილის მიზანი: აღნიშნული საგაკვეთილო თემის შესწავლით:
• მოსწავლეები გაეცნობიან ერთ-ერთი დროის წარსულ ფორმას
და მისი გამოყენების ასპექტებს;
• შეისწავლიან თუ როგორ ხდება მისი გამოხატვა ფორმობრივად;
• გაიგებენ თემის ირგვლივ წაკითხული ინგლისურენოვანი
ტექსტს, მოახდენენ მის წერილობით ფიქსაციას;
• განიხილავენ წარსულ დროს მშობლიური ენის მაგალითზე,
რითაც განივითარებენ გრამატიკის შესასწავლად საჭირო უნარ-ჩვევებს.
მოსალოდნელი
შედეგები: აღნიშნული თემის შესწავლით, მოსწავლეებმა იციან წარსული
დროის გამოხატვის ფორმები ინგლისურ ენაში, შეუძლიათ საკმაო რაოდენობის ლექსიკის გამოყენებით მათი რეალიზაცია, როგორც წერილობით, ისე ვერბალური კომუნიკაციის მეშვეობით.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
Iუცხ.დაწყ.(II).1: მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და გაიგოს ტექსტი. ამოიცნოს საკომუნიკაციო სიტუაცია პერსონაჟებსა
და თანამოსაუბრეებს შორის.
Iუცხ.დაწყ.(II).2: მოსწავლეს
შეუძლია წინადადებების წარმოთქმა. ჰყვება მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს.
Iუცხ.დაწყ.(II).9: მოსწავლეს შეუძლია ენობრივი უნარ-ჩვევების დაცვა. იცავს
სიტყვათა წყობას მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასის ორგანიზება:
მისალმება
საკლასო ჟურნალის შევსება
გაკვეთილის მიზნისა და მოსალოდნელი შედეგის გაცნობა.
ქცევის წესების შეხსენება
შეფასების რუბრიკის შეხსენება
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
კალამი, საკლასო ჟურნალი,
შეფასების რუბრიკები.
|
5 წთ.
|
2
|
წინარე ცოდნის განმტკიცება:
საშინაო დავალების შემოწმება
კითხვა - პასუხი (განვლილი მასალიდან - The Present Simple Tense (აწმყო მარტივ დრო))
პრაქტიკული სამუშაო - სადაც მოსწავლეები უცნობ ტექსტში
მონიშნავენ საჭირო სიტყვებს.
|
კითხვა - პასუხი
პრაქტიკული
სამუშაო
|
ინდივიდუალური / საერთო
საკლასო
|
გრამატიკის სავარჯიშოების წიგნი / რვეული
/ მარკერი / დაფა / ცარცი / ტექსტი / ფერადი ტექსტ მარკერები
|
15 წთ.
|
3
|
ახალი მასალის მიწოდება:
The Past Simple Tense (წარსული მარტივი დრო),
მისი წარმოების წესებსი და თავისებურებები
ახალი ახსნილი მასალის
განმტკიცების მიზნით,
პრაქტიკული დავალება 1
) -
The bear and the two travellers (დათვი და ორი მგზავრი)
ახალი და
წინა მასალის
განმტკიცების მიზნით,
პრაქტიკული დავალება 2
) - Where is
the forest? (სად არის ტყე? )
|
მინი - ლექცია
1) პრაქტიკული
სამუშაო
2) პრაქტიკული სამუშაო
|
საერთო საკლასო / ჯგუფური / ინდივიდუალური / წყვილებში
|
კომპიუტერი / პროექტორი / თვალსაჩინოებები / მოსწავლის
წიგნი 48.გვ. / არაწესიერი ზმნების ფურცელი / მოსწავლის წიგნი 49 გვ. / ფერადი ფურცლები
|
20 წთ.
|
4
|
გაკვეთილის შეფასება, კითხვა-პასუხი: მასწავლებელი
მოსწავლეებს ურიგებს „ჩხირების“, რომლებზეც
დაწერილია გაკვეთილის შემაჯამებელი კითხვები და მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ.
|
„ჩხირების
მეთოდი“
|
საერთო საკლასო
|
„ხის ჩხირები”
|
2 წთ
|
5
|
შეფასება და თვითშეფაშება: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ
და განმსაზღვრელ შეფასებას შესაბამისი რუბრიკების გამოყენებით. მოსწავლეები აფასებენ
საკუთარ თავს და თანაკლასელებს.
|
2 წთ
|
|||
6
|
საშინაო დავალების მიცემა
|
თეორიული და პრაქტიკული
|
ინდივიდუალური
|
მოსწავლის წიგნი 48. გვ. / გრამატიკის პრაქტიკული
წიგნი.
|
1 წთ.
|
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
№
|
კრიტერიუმი
|
მაღალი 9-10
|
საშუალო
|
საშუალო მაღალი 7-
|
დაბალი 4-
|
1
|
თეორიული ცოდნა
|
მოსწავლე დამოუკიდებლად და სრულყოფილად პასუხობს საგაკვეთილო თემის ირგვლივ
დასმულ
შეკითხვებს.
|
ნაწილობრივ პასუხობს გაკვეთილს
ირგვლივ
დასმულ კითხვებს.
|
უჭირს გაკვეთილის ირგვლივ კითხვებზე პასუხის გაცემა.
|
გაკვეთილის ირგვლივ ვერ
პასუხობს კითხვებს.
|
2
|
კომუნიკაცია და უნარ-ჩვევები
|
კარგად, გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას,თანმივდევრულად
ავითარევს.
|
საკმარისად აყალიბებს მოსაზრებას.ნაწილობრივ ავითარებს
თანმივდევრობას.
|
უჭირს მოსაზრების ჩამოყალიბება ,თანმივდევრობას
ნაწილობრივ
იცავს.
|
ვერ აყალიბებს მოსაზრებას.
|
3
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე
დაყრდნობით.კორექტულია
და
ამჟღავნებს
სხვების
მიმართ
პატივცემას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მსმენელზე
დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას.
|
არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას.
|
4
|
სგაკვეთილო პროცესში აქტიურობა და ჩართულობა
|
მაქსიმალურად ჩართულია გაკვეთილის
პროცესში
პასუხობს
შეკითხვებს.
ყველა აქტივობაში სრულყოფილად აქტიურობს.
|
ნაწილობრივ ჩართულია გაკვეთილის
პროცესში
.
|
უჭირს გაკვეთილის პროცესში ჩართვა,ვერ პასუხობს თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს.
|
არ არის სასწავლო პროცესში ჩართული.
|
საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
მოსწავლე ვერ ამჟღავნებს შესწავლილი მასალის ცოდნას
|
მოსწავლე სუსტად ამჟღავნებს შესწავლილი მასალის ცოდნას.
მოჰყავს სულ მცირე ერთი მაგალითი,
უჭირს არგუმენტურებულად შესრულებული მოქმედების დასაბუთება.
|
მოსწავლე ამჟღავნებს შესწავლილი მასალის ზოგად ცოდნას.
მოჰყავს სულ მცირე ერთი მაგალითი,
ზოგადად ასაბუთებს შესრულებულ მოქმედებას.
|
მოსწავლე საკმაოდ კარგად ამჟღავნებს შესწავლილი მასალის ცოდნას.
მოჰყავს მაგალითები,
ძირითადად არგუმენტირებულად ასაბუთებს შესრულებულ მოქმედებას.
|
მოსწავლე კარგად ამჟღავნებს შესწავლილი მასალის ცოდნას.
მოჰყავს მაგალითები,
ძირითადად არგუმენტირებულად ასაბუთებს შესრულებულ მოქმედებას.
|
02.05.2018
წელს, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭვინთის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში, რომელზეც დაკვირვების მიზნით ესწრებოდა შიდა შეფასების ჯგუფი. ჩემს საგაკვეთილო თემას წარმოადგენდა “წარსული მარტივი
დროის გამოხატვის რამდენიმე ფორმა ინგლისურ ენაში“. შესაბამისად, გაკვეთილიც მიზანად მოსწავლეებისათვის სწორედ ამ დროის კონსტრუქციის გაცნობას, მისი გამოყენების ასპექტებს,
მათ ფორმობრივ გააზრებასა და ზეპირ თუ წერილობით ინტერაქციებში გამოყენებას ისახავდა.
ხოლო შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეებმა შეძლეს: წინადადებების წარმოთქმა, წაკითხული
ტექსტის შინაარსის გაგება, ენობრივი უნარ-ჩვევების
დაცვა, სიტყვათა წყობა მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ წინადადებებში.
გაკვეთილის დასაწყისშივე გავაცანი მოსწავლეებს მისი
თემა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგი, ქცევის წესები და საგაკვეთილო შეფასების რუბრიკები,
რათა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგის შეფასება ყოფილიყო
გამჭირვალე, ამასთანავე მათ ჰქონოდათ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რას მიექცეოდა საგაკვეთილო დროის განმავლობაში უფრო მეტი ყურადღება, რა შემთხვევაში დაიმსახურებდნენ
ისინი მაღალ განმსაზღვრელ შეფასებას.
პროვოცირების
ფაზაში შევამოწმე საშინაო დავლება: - განვლილი მასალიდან, აწმყო მარტვი დრო, რომელიც
მოსწავლეებმა ზეპირი ფორმით, კითხვა-პასუხის გზითა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით
წარმოადგინეს. მათ აწმყო მარტივ დროში უნდა
ჩაესვათ ფრჩხილებში მოცემული ზმნები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საშინაო დავალებას თავი კარგად გაართვეს, მაგრამ ამასთანავე ჰქონდათ
გარკვეული სახის ხარვეზები: აწმყო მარტივი დროის მაწარმოებელი სუფიქსების დაკლება ან
დამატება, ამიტომ ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მოსწავლეებს მივეცი ადაფტირებული
უცნობი ტექსტი, სადაც უნდა საკვანძო სიტყვები. ამ
აქტივობამ საშუალება მისცა ნასწავლი დროის გამომხატველი ზმნებისა და ზმნიზედების
ირგვლივ მოეხდინათ ცოდნის მობილიზება. რამაც
ანალიზისა და სინთეზის უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. აქტივობამ გაამართლა
მოლოდინი, იგი დაძლევადი აღმოჩნდა. თუმცა
განკუთვნილზე მეტი დრო წაიღო, რამაც საგაკვეთილო
დროის მოდიფიცირება მოახდინა.
მოსწავლეთა
მოტივაციისა და ინტერესის პროვოცირების მიზნით,
ამავე ფაზაში მივმართე “გონებრივი იერიშის“ მეთოდს, რათა მოსწავლეებს წინარე
ცოდნის კონსტრუირება უკეთ მოეხდინათ ასახსნელ მასალასთან. ამისათვის მოსწავლეებს შევთავაზე
მინი-ლექცია და პრეზენტაციის სახით წარვუდგინე, როგორც განვლილი, ასევე ასახსნელი
მასალა წერილობითი სახით. გამოვიყენე თვალსაჩინო მასალა: არაწესიერი ზმნები, წარსული
მარტივი დრო, უცხო სიტყვები და სხვა. მოსწავლეები
შეეცადნენ ეპასუხათ აღნიშნულ კითხვებზე ადეკვატურად, რითაც ნასწავლი მასალის პროვოცირებას შეუწყეს ხელი და
შეიქმნეს გარკვეული მზაობა ახალი თემის მიმართ. შევეცადე მოსწავლეები თავადვე ჩამერთო
გაკვეთილის ახსნის პროცესში, კითხვა- პასუხის გზით. ამ დროს უმჯობესი იქნებოდა თვალით
კონტაქტი არ მქონოდა მიმართული ერთი ყველაზე აქტიური მოსწავლისაკენ და მზერა თანაბრად
გამენაწილებინა თითოეული ბავშვისათვის. ასევე
უმჯობესი იქნებოდა ზოგიერთი კითხვა დამესვა სრული სახით და არა დასაბუთების მიზნით.
მაგ: რჩებიან თუ არა არაწესიერი ზმნები ზოგ შემთხვევაში უცვლელნი? და არა, ზოგ შემთხვევაში
არაწესიერი ზმნები რჩებიან უცვლელნი, ხომ ასეა? თუმცა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მინი-ლექციას.
ახალი
მასალის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს წყვილებში შევთავაზე პრაქტიკული სამუშაო.
ამ აქტივობაში უნდა მოენიშნათ ნასწავლ და ახლად
ახსნილი დროის გამომხატველი წესიერი და არაწესიერი ზმნები. მოსწავლეებმა დავალება სრული სიზუსტით შეასრულეს. უმჯობესი იქნებოდა კიდევ
ერთხელ შემეხსენებინა მოსწავლეთათვის გაკვეთილის მიზანი. ყოველი აქტივობის დასასრულს
მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას და ვახდენდი გაკვეთილის შეჯამებას.
ამ მიზნით გაკვეთილზე გამოვიყენე „ჩხირების მეთოდი“. მოსწავლეებს დაურიგდათ „ხის ჩხირები“,
რომელზეც დაწერილი იყო შეკითხვები გაკვეთილის შესაჯამებლად. აქტივობამ გაამართლა, რადგან
აღმოჩნდა სახალისო.
მოსწავლეებს
მივეცი შემდეგი სახის საშინაო დავალება: 1) მოცემული ზმნები ჩასვან წარსულ მარტივ დროში,
2) ამავე დროზე აგებული ლექსი ისწავლონ ზეპირად. რაც ჩემი აზრით მისცემს საშუალებას
უკვე ნასწავლი და ახლად შესწავლილი მასალის გააზრება-განმტკიცებას. გაკვეთილზე მოსწავლებს
შევაფასებინე ერთმანეთი, მეც შევაფასე ისინი, როგორც მანმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი
შეფასებით. თუმცა, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა გაკვეთილის შეჯამების ფაზისათვის უფრო მეტი დრო დამეთმო, წამეხალისებინა მოსწავლეთა
მიერ გაწეული ძალისხმევა თითოეული აქტივობის შესრულებისათვის. ჩემი აზრით, დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა
მოსწავლეებისათვის თვითშეფასების კითხვარის
გამოყენება, რადგან ეს საშუალებას
მისცემდა მათ გასჩენოდათ უკეთესი ადეკვატური
თვითშეფასების განცდა.
ჩემი
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ჩემ მიერ წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი
განსხვავებული აზრის გამოთქმისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, იმ დროს, როცა ვსვამდი შეკითხვებს, ვცდილობდი, განსხვავებული აზრის თამამად გამოხატვისათვის მაქსიმალურად შემეწყო ხელი. ბავშვთა რაოდენობის
გამო (კლაში სულ ოთხი ბავშვია) გაკვეთილის მსვლელობისას ძირითადად გამოყენებული იყო ინდივიდუალური, საერთო საკლასო და წყვილებში მუშაობის ფორმები.
კლასში
ქცევის წესები მაქსიმალურად იყო დაცული. ვფიქრობ, საკლასო ატმოსფერო იყო ჯანსაღი და
მოსწავლეები იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას. გაკვეთილის თემის სპეციფიკიდან
გამომდინარე გამოყენებული რესურსები ადეკვატურად იყო წარმოდგენილი, თუმცა ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა მათი მიზნობრივად გამრავალფეროვნება მოსწავლეთა
ჩართულობა-თანამონაწილეობით. ვფიქრობ, რომ გაკვეთილის ახსნის პროცესის წარმართვის ტემპი
აჭარბებდა ოპტიმალურად საუბრის ტემპს.
საგაკვეთილო
პროცესში გამოყენებული სწავლების სტრატეგიები: კითხვა-პასუხი, „ჩხირების მეთოდი“ იყო
მიზნის შესაბამისი. ძირითადად კითხვების საშუალებით ვცდილობდი მოსწავლეთა სააზროვნო
უნარების გააქტიურებას, ვაძლევდი საკმარის დროს პასუხისათვის, თუმცა, უკეთესი იქნებოდა მიმეცა შანსი ბავშვებისათვის
გაცემული მცდარი პასუხის შემთხვევაში თვითონვე ჩაესწორებინათ. საგაკვეთილო
დრო არ იხარჯებოდა ფუჭად.
ვფიქრობ,
მიღწეული შედეგი გაკვეთილის მიზანთან რელევანტურია. საგაკვეთილო პროცესში მოვახდინე გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება, დროში შეზღუდულობის მიზნით
ერთი აქტივობა ვერ შევასრულე, თუმცა გაკვეთილი დროში ჩატეული და მიზან-შედეგიანი აღმოჩნდა.
ჩატარებულმა
გაკვეთილმა მომცა მეტი გამბედაობა და გამოცდილება,
რათა უკეთ წარვმართო პედაგოგიური საქმიანობა,
არ შევუშინდე დაბრკოლებებსა და ინტენსიურად ვეძიო მათი დაძლევის გზები. კიდევ,
დამაფიქრა იმ საკითხზე, რომ ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებითვისა და ასევე, მოსწავლეთა
მაქსიმალური ჩართულობა-მოტივაციის გაზრდისათვის,
საჭიროა, სწავლების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება-გამოყენება, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა
ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
გაკვეთილის გეგმა 2
(06 .06.2018 წ.)
მასწავლებელი:
მარეხ მარგველაშვილი
პირადი
ნომერი:
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების
საფეხური: დაწყებითი
კლასი:
II კლასი
მოსწავლის
რაოდენობა: 4 მოსწავლე,
კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის
თემა: This is my family / Colours (
ეს არის ჩემი ოჯახი / ფერები )
თემის
აქტუალობა/ მნიშვნელობა: უცხო
სიტყვებისა და ფრაზების შესწავლის საკითხი
მნშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის თარგმნა და დავალებების შესრულება.
საგანთა
შორის კავშირი: ინგლისური
ენა, ქართული ენა
წინარე
ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ ინგლისური ენის საკმაო რაოდენობის
სიტყვებს, ფრაზებს, რომლის მეშვეობითაც თარგმნიან ტექსტს და ასრულებენ სავარჯიშოებს.
გაკვეთილის მიზანი: აღნიშნული საგაკვეთილო თემის შესწავლით:
·
მოსწავლეები გაეცნობიან ფერებს და მათ წერილობით ფორმებს.
·
შეძლებენ
სიტყვებისა და წინადადებების გაშიფვრას.
·
გაიგებენ
მცირე ზომის ტექსტის შინაარსს და შეძლებენ მის თარგმნას.
·
შეძლებენ
სავარჯიშოების შესრულებას.
მოსალოდნელი
შედეგები: აღნიშნული თემის შესწავლით,
მოსწავლეებმა იციან ფერების წერილობითი ფორმები და შეუძლიათ მათი გამოყენება ვერბალური
კომუნიკაციის დროს.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
Iუცხ.დაწყ.(I).2.
მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებებისა
და ტექსტების გარკვევით
და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა; ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს,
ენის გასატეხებს, ასრულებს სიმღერებს;
Iუცხ.დაწყ.(I).5.
მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე
ზომის ტექსტების გაშიფვრა
და გაგება.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასის ორგანიზება:
მისალმება
აქტივობა: - Sit down, stand
up
საკლასო ჟურნალის შევსება
გაკვეთილის მიზნისა და მოსალოდნელი შედეგის გაცნობა.
ქცევის წესების შეხსენება.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
კალამი, საკლასო ჟურნალი,
ქცევის წესები.
|
5 წთ.
|
2
|
წინარე ცოდნის განმტკიცება:
საშინაო დავალების შემოწმება,
ტექსტის წაკითხვა და კითხვა - პასუხი განვლილი მასალიდან - This is my family (ეს არის ჩემი ოჯახი))
პრაქტიკული სამუშაო
თამაში: - სიტყვებისა და სურათების დაკავშირება
|
კითხვა / კითხვა - პასუხი / პრაქტიკული სამუშაო
|
საერთო საკლასო / ინდივიდუალური / წყვილებში
|
წიგნი / რვეული /სამუშაო რვეული
/ მარკერი / დაფა
/ ცარცი / ლექსიკონის
რვეული
|
17 წთ.
|
3
|
ახალი მასალის მიწოდება:
Colours ( ფერები ) ,
ახალი ახსნილი მასალის
განმტკიცების მიზნით,
პრაქტიკული დავალება 1 ) - What
colour is it?
ლექსის მოსმენა,
პრაქტიკული დავალება 2 ) - ფერების დაკავშირება სურათებთან.
|
კითხვა - პასუხი / მოსმენა /
1) პრაქტიკული
სამუშაო
2) პრაქტიკული სამუშაო
|
საერთო საკლასო / ინდივიდუალური / ჯგუფური /
|
კომპიუტერი / პროექტორი / თვალსაჩინოებები / ფერადი
ფანქრები
|
20 წთ.
|
5
|
შეფასება და თვითშეფასება: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ
კომენტარს. მოსწავლეები აფასებენ საკუთარ თავს და თანაკლასელებს.
|
2 წთ
|
|||
6
|
საშინაო დავალების მიცემა
|
თეორიული და
|
ინდივიდუალური
|
მოსწავლის წიგნი 61 გვ.
|
1 წთ.
|
განმავითარებელი შეფასება
შეფასება
|
კრიტერიუმი
|
დადებითი კომენტარი
|
მოსწავლე აქტიურად
არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. აქტიურად მონაწილეობს წყვილებში და ჯგუფის მუშაობაში.
|
უარყოფითი კომენტარი
|
მოსწავლე პასიურია,
არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში. არ მონაწილეობს წყვილებში და ჯგუფურ საქმიანობაში.
|
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა ჩ ა ტ ა
რ ე ბ უ ლ გ ა კ ვ ე თ ი ლ ზ ე
06.06.2018 წელს, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის
საჯარო სკოლის მე-2 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში, რომელზეც დაკვირვების მიზნით ესწრებოდა შიდა შეფასების ჯგუფი. ჩემს საგაკვეთილო თემას წარმოადგენდა “ფერების შესწავლა“.
შესაბამისად, გაკვეთილიც მიზანად მოსწავლეებისათვის სწორედ ფერების გაცნობას, მათ შესწავლას, დამახსოვრებას,
გააზრებასა და ზეპირ თუ წერილობით გამოყენებას
ისახავდა. ხოლო შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეებმა შეძლეს: ფერების წერილობითი ფორმების შესწავლა და
მათი გამოყენება ვერბალური კომუნიკაციის დროს; სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების
გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა
თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
გაკვეთილის დასაწყისშივე,
გამოწვევის ფაზაზე მისალმების შემდეგ მოსწავლეებმა
შეასრულეს სახალისო ლექსის სტილის აქტივობა სავარჯიშო მოძრაობებით, რაც მოტივაციის
შექმნას ემსახურება. შემდეგ გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის თემა, მიზანი, მოსალოდნელი
შედეგი, ქცევის წესები და განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, რათა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეთა
მიერ მიღწეული შედეგის შეფასება ყოფილიყო გამჭირვალე, ამასთანავე მათ ჰქონოდათ მკაფიო
წარმოდგენა იმაზე, თუ რას მიექცეოდა საგაკვეთილო
დროის განმავლობაში უფრო მეტი ყურადღება,
რა შემთხვევაში დაიმსახურებდნენ ისინი დადებით კომენტარს.
პროვოცირების ფაზაში შევამოწმე საშინაო დავლება: - განვლილი მასალიდან, „ეს არის ჩემი ოჯახი“, რომელიც
მოსწავლეებმა კითხვითი ფორმით, კითხვა-პასუხის გზითა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით
წარმოადგინეს. მათ სურათების ქვეშ უნდა ჩაესვათ ფრჩხილებში მოცემული ინგლისური სიტყვები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საშინაო დავალებას თავი კარგად გაართვეს, რის გამოც „სმაილები“ და
„სიტყვიერი კომენტარი“ დაიმსახურეს. მაგრამ
ამასთანავე ჰქონდათ გარკვეული სახის ხარვეზები კითხვის პროცესში, ამიტომ ბავშვებს რამდენჯერმე წარმოვათქმევინე სიტყვები კითხვის დროს და ასევე, წინა მასალის განმტკიცების
მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე წყვილებში თამაში, სადაც ფურცლებისგან გამოჭრილი სიტყვები
და სურათები უნდა დაეკავშირებინათ ერთმანეთისთვის. თუმცა განკუთვნილზე მეტი დრო წაიღო, რამაც საგაკვეთილო დროის მოდიფიცირება
მოახდინა.
მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის პროვოცირების
მიზნით, ამავე ფაზაში მივმართე “გონებრივი
იერიშის“ მეთოდს, რათა კონსტრუირება უკეთ მოეხდინათ ასახსნელ მასალასთან. ამისათვის
მოსწავლეებს შევთავაზე „ფერები“ სლაიდის საშუალებით, სადაც კარგად ჩანდა „ფერების“
წერილობითი სახე. გამოვიყენე თვალსაჩინო მასალა ფერებზე. მოსწავლეები შეეცადნენ
ეპასუხათ აღნიშნულ კითხვებზე: ეს ფერი რას ნიშნავს ან ეს რომელი ფერია? რითაც შეიქმნეს
გარკვეული მზაობა ახალი თემის მიმართ. შევეცადე მოსწავლეები თავადვე ჩამერთო გაკვეთილის
ახსნის პროცესში, კითხვა- პასუხის გზით, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად სიტყვის წარმოთქმის საშუალება მიმეცა.
ასევე შევთავაზე მოსასმენი მასალა (ლექსი) ფერების შესახებ. მოსწავლეებმა რამდენჯერმე მოისმინეს ლექსი და შემდეგ თვითონვე
შეძლეს მისი წაკითხვა. ამ აქტივობას მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.
ყოველი აქტივობის დასასრულს მოსწავლეებს ვაძლევდი
განმავითარებელ შეფასებას. თუმცა უკეთესი იქნებოდა ზოგიერთ რთულ სიტყვას მათთვის გასაგებ
ენაზე თუ განვუმარტავდი. ჩემი გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის რომ, მოსწავლეთა
წახალისების მიზნით, ვკითხე მათ, თუ რომელი ფერი მოსწონდათ და ამის მიხედვით გადავეცი საჩუქრად მათივე საყვარელი ფერის კალმები, რომელმაც მოსწავლეებს უფრო მეტი სტიმული შემატა.
მოსწავლეებს მივეცი შემდეგი სახის საშინაო
დავალება: 1) ფერები და 2). ამავე სიტყვებზე აგებული ლექსი ისწავლონ ზეპირად. რაც ჩემი აზრით
მისცემს საშუალებას უკვე ნასწავლი და ახლად შესწავლილი მასალის გააზრება-განმტკიცებას.
გაკვეთილზე მოსწავლებს შევაფასებინე ერთმანეთი, მეც შევაფასე ისინი, განმავითარებელი
კომენტარით.
კლასში ქცევის წესები მაქსიმალურად იყო დაცული.
ვფიქრობ, საკლასო ატმოსფერო იყო ჯანსაღი და მოსწავლეები იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ
პატივისცემას. გაკვეთილის თემის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოყენებული რესურსები ადეკვატურად
იყო წარმოდგენილი.
საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული სწავლების
სტრატეგიები: კითხვა-პასუხი, „სიტყვებით თამაში“ იყო მიზნის შესაბამისი. საგაკვეთილო
დრო არ იხარჯებოდა ფუჭად.
ვფიქრობ, მიღწეული შედეგი გაკვეთილის მიზანთან
რელევანტურია. საგაკვეთილო პროცესში მოვახდინე
გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება, დროში შეზღუდულობის
მიზნით ერთი აქტივობა, რომელიც ჯგუფში უნდა შესრულებულიყო ფერადი ფანქრების მეშვეობით
ვერ შევასრულე, თუმცა გაკვეთილი დროში ჩატეული და მიზან-შედეგიანი აღმოჩნდა.
ჩატარებულმა გაკვეთილმა მომცა მეტი გამბედაობა და გამოცდილება, რათა უკეთ წარვმართო პედაგოგიური საქმიანობა, არ შევუშინდე
დაბრკოლებებსა და ინტენსიურად ვეძიო მათი დაძლევის გზები. კიდევ,
დამაფიქრა იმ საკითხზე, რომ ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებითვისა და ასევე, მოსწავლეთა
მაქსიმალური ჩართულობა-მოტივაციის გაზრდისათვის,
საჭიროა, სწავლების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება-გამოყენება, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა
ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი