ცოცხალი სასკოლო ანეგდოტები - გუმბათის სკოლაში
სკოლაში ძალიან ბევრი ცოცხალი ანეგდოტის მომსწრე
ვარ, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში.
სიტუაცია პირველ კლასში:
1.
- - ბავშვებო,
ინგლისურად „ბურთი“ როგორ არის იცით?
- - დიახ მასწ.
- - აბა მითხარით, როგორ არის?
- - „ფეხით დარტყმა“ მასწ. :-D
2.
- მასწ
შეიძლება რაღაც გითხრათ?
- დიახ, მითხარი, გისმენ.
- არა მასწ, ყურში გეტყვით რა.
- კარგი, გისმენ.
- მასწ ხუთი წუთი დაგვაძინე რა :-D
3.
- როგორ არის ინგლისურად წითელი?
- მწვანე მასწ. :-D
4.
-
ბავშვებო,
ინგლისურად „დილა მშვიდობის“ როგორ არის იცით?
-
დიახ მასწ.
-
აბა მითხარით, როგორ არის?
-
„საღამო მშვიდობის“
მასწ. :-D
სიტუაცია მერვე კლასში ახალი გაკვეთილის დროს:
1.
- ბავშვებო ჩაიწერეთ ახალი სიტყვები, პირველი
სიტყვა არის cowboy.
- არ გვინდა მასწ ეგ სიტყვა, ვიცით.
- იცით?! აბა თქვით რა ნიშნავს.
- „ძროხა
ბიჭი“ მასწ.
- რა?! J
ეგ თარგმანი საიდან მოიტანეთ?
- ადვილია მასწ. cow - ხომ ძროხას ნიშნავს, boy - ბიჭს, ხოდა გამოვიდა, რომ cowboy – „ძროხა ბიჭს“ ნიშნავს. :-D
2.
ბიოლოგიის ოლიმპიადა იყო,მონაწილეობას იღებდა X, XI და XII კლასები, მე
დამკვირვებელი ვიყავი. შეკითხვა შემგეგნაირად ჟღერდა:
- რა აქვთ
საერთო მცენარეს და სოკოს?
ხოლო ერთ-ერთმა ბავშვმა უპასუხა, რომ ეს იყო - ფოთოლი.
სიტუაცია მეორე კლასში:
1. 1. - what is it?
-
It
is a ball.
-
what
is it?
-
It
is a cat.
-
what
is it?
-
It
is a ყუთი. :-D
2. - როგორ არის ინგლისურად სიტყვა "ჩემი"?
- "შენი" მას.
- მაშინ "შენი" როგორ იქნება?
- "ჩემი" მას. :-D
3. დაფაზე დავწერე წინადადება კითხვით ფორმაში, კითხვითი ნიშანიც დავუსვი და ბავშვებს ვუთხარი, რომ ანალოგიურად გაეკეთებინათ.
მათ კი ერთმანეთს გადახედეს და თქვეს: მარი მასწავლებელმა ინგლისური ხომ იცის და ვა რა მაგარია! კითხვითი ნიშნის წერაც ცოდნიაო. :-D
ცოცხალი სასკოლო ანეგდოტები - ჭვინთის სკოლაში